ძველი მოდელი

ყველას გვსმენია ისტორიები მიზანდასახული მწერლების შესახებ, რომლებსაც გამომცემელი მუდამ უარს ეუბნება ნაშრომის დაბეჭდვაზე. ეს სტერეოტიპი გამომცემლებსა და ავტორებზე ბევრ სიმართლეს შეიცავს. წიგნის გამომცემლობის ტრადიციული მოდელი შერჩევის პროცესზეა აგებული. გამომცემლები ნაშრომებს აფასებენ, რათა ისეთი წიგნები გამოსცენ, რომლებიც ყველაზე უკეთ გაიყიდება. ნაკლებად დამაიმედებელი ნაშრომების ავტორებს გამომცემლები უარს ეუბნებიან. მათთვის არ არის მომგებიანი ისეთი წიგნების რედაქტირება, დაკაბადონება, ბეჭდვა და პოპულარიზაცია, რომლებზეც საკმარისი მოთხოვნა არ გაჩნდება. გამომცემლების მიზანი - ფართო აუდიტორიისთვის საინტერესო წიგნების გამოშვებაა.

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/bb62aa1a-de4c-4316-9672-e04e308eaed4/Annotation_2020-09-02_130731.png

ახალი მოდელი

LULU.COM-მა ბესტსელერებზე ორიენტირებული ტრადიციული საგამომცემლო მოდელი თავდაყირა დააყენა. მისი მეშვეობით, წიგნის გამოცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. LULU.COM-ის ბიზნესმოდელი ნიშური წიგნების გავრცელებასა და მოყვარული მწერლების ხელშეწყობაზეა აგებული. იგი მწერლებს თავიანთი ნამუშევრების ბაზარზე გავრცელებაში ეხმარება. LULU.COM-ის საშუალებით დაუბრკოლებლად შეუძლიათ თავიანთი ნაშრომის ბაზარზე შეტანა. ამასთანავე, LULU.COM მათთვის ნაშრომის შექმნის, გამოცემისა და ონლაინბაზარზე გავრცელებისთვის საჭირო საშუალებებს უზრუნველყოფს. ეს ძლიერ განსხვავდება წარმატებული ნამუშევრების შერჩევის ტრადიციული მოდელისგან. სინამდვილეში, რაც უფრო მეტ მწერალს მოიზიდავს LULU.COM, მით მეტ წარმატებას მიაღწევს, რადგან მწერლები მისი კლიენტები ხდებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, LULU.COM არის მრავალმხრივი პლატფორმა (იხილეთ გვერდი 76), რომელიც მწერლებსა და მკითხველებს ემსახურება და ერთმანეთთან აკავშირებს. ამისთვის იგი თავისი მომხმარებლების მიერ დაწერილ ნაშრომებს იყენებს. ათასობით მწერალი იყენებს LULU.COM-ს, როგორც თვითმომსახურების ინსტრუმენტს, რათა გამოსცეს და გაყიდოს თავისი წიგნი. ეს მიდგომა ამართლებს, რადგან წიგნები მხოლოდ რეალური შეკვეთების საფუძველზე იბეჭდება. შესაბამისად, თუ კონკრეტულ ნაშრომზე სათანადო მოთხოვნა არ გაჩნდება, LULU.COM ამით არ ზარალდება.

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/129c1767-7f55-4849-be53-6194dc9d510a/Annotation_2020-09-02_130147.png

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე