პრინტების უმეტესობა იმდენად გადატვირთულია ტექსტით, ჰედლაინებით, ქვესათაურებით, ბანერებით, გრაფიკული გამოსახულებით, ფასებითა და ლოგოებით, რომ მკითხველის თვალი ამ რეკლამებს, უბრალოდ, გვერდს უვლის, რადგან თითქმის შეუძლებელია გარჩევა, რის გაყიდვას ცდილობენ. რეკლამები, რომლებიც აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს, მასზე მოქმედებს, ეს ის რეკლამებია, რომლებიც მიმზიდველად გამოიყურება და აუდიტორიას წამიერად შეჩერებას აიძულებს. კარგი რეკლამები გადატვირთული არ არის, გამოირჩევა სხარტი სათაურითა და საინტერესო გრაფიკული გადაწყვეტით, ამდენად – მკითხველზეა მორგებული.
ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ გადატვირთულ რეკლამას შეიძლება ისეთი მიმზიდველი დიზაინი ჰქონდეს, რომ წასაკითხად იოლი და აღსაქმელად მარტივი იყოს. თუ თქვენს კომპანიას რამდენიმე ადგილმდებარეობა, მრავალრიცხოვანი ინვენტარი ან ბევრი პროდუქტი აქვს, შესაძლოა, თქვენს რეკლამაში უამრავი ინფორმაციის ჩადება დაგჭირდეთ.
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი