თქვენი ორგანიზაციიდან ერთი ადამიანი უნდა იყოს პასუხისმგებელი პიარზე, ის უნდა აკავშირებდეს ერთმანეთთან თქვენს კომპანიასა და პიარსააგენტოს ან პიარის სპეციალისტს, ასევე უნდა უწევდეს კოორდინაციას თქვენი ფირმისა და პრესის ურთიერთობასთუ თვითდასაქმებული პროფესიონალი ხართ ან წამოიწყეთ პატარა ბიზნესი, პიარკოორდინატორი ან მენეჯერი, სავარაუდოდ, თქვენვე იქნებით. შესაძლოა, შეგიძლიათ მართოთ ბევრი ისეთი ადმინისტრაციული სამუშაო, რომელიც განკუთვნილია ასისტენტისთვის, და ზოგიერთი სტრატეგიული და შემოქმედებითი პასუხისმგებლობაც შეითავსოთ.
მსხვილ კორპორაციებს, როგორც წესი, აქვთ ცალკე გამოყოფილი პიარდეპარტამენტები, ან ჰყავთ ერთი ან მეტი პიარმენეჯერი, რომელთათვისაც პიარი ასოცირდება სრული სამუშაო დღის პასუხისმგებლობასთან. მათ აქვთ განსხვავებული წოდებები, მათ შორისაა პიარმენეჯერი, კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი და მედიასთან ურთიერთობის დირექტორი.
საშუალო ზომის ფირმებში, გაყიდვების მენეჯერს, მარკეტინგულ მენეჯერს ან სარეკლამო მენეჯერს, შეუძლია გაუმკლავდეს პიარს, როგორც კომპანიის საერთმარკეტინგული კომუნიკაციის სტრუქტურის ნაწილს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სავაჭრო შოუებს, გამოფენებს, რეკლამას, ვებგვერდებს და პირდაპირ მარკეტინგს.
ვინც არ უნდა აირჩიოთ, როგორიც არ უნდა იყოს პიროვნება, თუ იღებს პასუხისმგებლობას პიარზე, ვალდებულია, შეიმუშაოს პროგრამები ბიუჯეტზე და ვადაზე დაყრდნობით და კომუნიკაციურ კავშირებთან, სინქრონულად.
პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი