დამარცხების შიში არის შიშის ის სახეობა, რომელსაც, ალბათ, ხშირად გადააწყდებით კლიენტებთან ურთიერთობისას. რატომ? იმიტომ, რომ ყველა უშვებს შეცდომებს და ყველა ნანობს რაღაცას. არა აქვს მნიშვნელობა, რა იყო თქვენი მარცხი: თმის ფერის არასწორად არჩევა თუ შეუფერებელი სატრანსპორტო საშუალების შეძენა, თქვენ გამოცდილი გექნებათ შეცდომის დაშვებით გამოწვეული იმედგაცრუება. თქვენს ფსიქიკაში არსებობს არა მოსალოდნელი მცდარი გადაწყვეტილების შიში, არამედ შიში იმის გამო, რომ გახსოვთ ის შეცდომა და მას სწორედ გამყიდველს უკავშირებთ (მაგალითად: გამყიდველს, რომელმაც გითხრათ, რომ ძალიან გიხდებოდათ მწვანე თმა ან მანქანით მოვაჭრეს, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ თქვენი ხუთი შვილი ყოველთვის თქვენთან ერთად არ იმგზავრებდა და ორადგილიანი კაბრიოლეტი მოგყიდათ).
არავის სურს მართოს, გაუძღვეს სავაჭრო ოპერაციას, რომლის შედეგით კლიენტი შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს. დამერწმუნეთ, ის ხიფათი და უსიამოვნება, რომელიც უკმაყოფილო კლიენტისგან გელით, არ ღირს გაყიდვის შედეგად მიღებულ საფასურად. ვინაიდან არ არის სასურველი, უკმაყოფილო კლიენტები გყავდეთ, თითოეულ პრეზენტაციაში დეტალურად უნდა ახსნათ თუ ვინ, რა, როდის, სად და რატომ აკმაყოფილებს კლიენტის საჭიროებებს. როცა დარწმუნდებით, რომ თქვენი პროდუქტი და მომსახურება ნამდვილად სჭირდება კლიენტს, თქვენი, როგორც ექსპერტის ვალდებულებაა, დაარწმუნოთ კლიენტიც, რომ მსყიდველობითი გადაწყვეტილება სასარგებლო იქნება მისთვის. თქვენს პოტენციურ კლიენტს დეტალურად ესაუბრეთ მისი გადაწყვეტილების თითოეულ ასპექტთან დაკავშირებით და მიეცით დრო, გააკეთოს არჩევანი, რომელიც ნამდვილად სასარგებლო იქნება მისთვის.
გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი