თუ თქვენი წარმოება აღემატება კონკურენტებისას, ცხადია, ის უფრო მომგებიანიც იქნება. სწორედ ამიტომ კარგი იქნება, თუ შეეცდებით, საზღვრები გაიფართოოთ. ეფექტური სტრატეგია საბაზრო წილს მარკეტინგული აქტივობების მეშვეობით ზრდის. არსებითად, ეს ნიშნავს მეტოქეებისგან ბაზრის წილის მითვისებას. საბაზრო წილი, მარტივად რომ ვთქვათ, არის თქვენს ბაზარზე (ან საბაზრო სეგმენტში, თუ სეგმენტაციის სტრატეგიას იყენებთ) ყველა პროდუქტის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ის ნაწილი, რომელიც თქვენი პროდუქტის გაყიდვით მიიღეთ (გამოსახული პროცენტებით). თუ 2 მლნ დოლარის ღირებულების ზვიგენის კბილებს ყიდით და მსოფლიო ბაზრის შემოსავალი წელიწადში 20 მილიონი დოლარია, მაშინ თქვენი წილი ზვიგენის კბილების გლო ბალურ ბაზარზე 10%ია.
მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი