დარწმუნდით, რომ გაცნობიერებული გაქვთ თქვენი პოტენციური კლიენტის დამოკიდებულება კონკრეტული საკვების ან ამ საკვების მომზადების წესებისადმი. კლიენტთან ერთად სადილობისას დარწმუნდით, რომ იგი არ მიგყავთ იმ რესტორანში, რომლის მენიუშიც მისთვის შესაფერისი საკვები არ არის. საკვების შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი კლიენტის კულტურული ან რელიგიური ადათ-წესებიც. არ არის გამორიცხული, რამდენიმე წუთით ლოცვის მოსმენა მოგიხდეთ ან დაგჭირდეთ კლიენტისთვის გარკვეული დროის დათმობა, რომ ნელა მიირთვას და სხვადასხვა საჭმლის დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდეს.
ნებისმიერ ქვეყანაში ეტიკეტი ისეთ მოქცევას გულისხმობს, რომ ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი. როგორც ძველი გამონათქვამი ამბობს: „სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურე“, ხოლო როდესაც საკუთარ ქვეყანაში ხვდებით უცხოელ კლიენტებს, ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ მათ თავი საკუთარ სახლში იგრძნონ.
გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი