შემოსავლის წყაროები როგორც ბიზნესმოდელის სტრუქტურული კომპონენტი (მოდული) არის ფულადი სახსრები, რომელსაც კომპანია მომხმარებელთა თითოეული სეგმენტისგან იღებს (მოგების გამოსაანგარიშებლად, შემოსავლებს ხარჯები უნდა გამოვაკლოთ)

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/be7c65d2-d7db-45dc-8183-aa00845beaad/image-asset.png

თუ მომხმარებლები ბიზნესმოდელის „გულია“, შემოსავლის წყაროები მის „არტერიებს“ წარმოადგენს. კომპანიამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რა ღირებულების სანაცვლოდაა მზად მისი მომხმარებლების თითოეული სეგმენტი, ფული გადაიხადოს? ამ კითხვაზე გაცემული პასუხის საშუალებით კომპანიას შეუძლია, მომხმარებელთა თითოეული სეგმენტისგან ერთი ან მეტი შემოსავლის წყარო შექმნას. შემოსავლის თითოეულ წყაროს, შესაძლებელია, განსხვავებული ფასწარმოქმნის მექანიზმი ჰქონდეს, მაგალითად: ფიქსირებული თუ გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბებული, აუქციონზე შემოთავაზებული თუ ბაზარზე დადგენილი, გაყიდვის მოცულობაზე დამოკიდებული თუ ნავაჭრის კონტროლით მიღებული ფასები.

ბიზნესმოდელს შესაძლებელია, ორი განსხვავებული ტიპის შემოსავლის წყარო ჰქონდეს:

შემოსავლები ერთჯერადი გარიგებებიდან

რეგულარულიშემოსავლები პერიოდული გადახდებიდან, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლებისთვის ფასეული შეთავაზების მიწოდებასთან ან შეძენის შემდგომ მხარდაჭერასთან

სინამდვილეში, რა ღირებულების სანაცვლოდ სურთ ჩვენს მომხმარებლებს ფულის გადახდა? რისთვის იხდიან? როგორ იხდიან? როგორ ურჩევნიათ გადახდა? რა როლს ასრულებს შემოსავლის თითოეული წყარო მთელ შემოსავალში?

შემოსავლის მიღების რამდენიმე გზა არსებობს:

აქტივების გაყიდვა

აქ საუკეთესო მაგალითად მატერიალური პროდუქტების ფლობის უფლების გაყიდვა გამოდგება. Amazon.com ინტერნეტით ყიდის წიგნებს, კომპაქტ-დისკებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას და სხვა პროდუქტებს. „ფიატი“ (Fiat) ყიდის ავტომობილებს. მყიდველებს შეუძლიათ მათი ტარება, გაყიდვა ან თუნდაც განადგურება.

მოხმარების საფასური

კომპანია შემოსავალს გამოიმუშავებს, როდესაც მომხმარებლები მის მიერ შეთავაზებული კონკრეტული სერვისით სარგებლობენ. რაც მეტად გამოიყენებს მომხმარებელი სერვისს, მით მეტს იხდის. სატელეკომუნიკაციო ოპერატორი მომხმარებლებს წუთობრივ გადასახადს უწესებს. სასტუმროს მომხმარებელი მის ნომერში გატარებული თითოეული ღამის საფასურს იხდის. ამანათის მიწოდების სერვისის მომხმარებელი ამანათის ერთი ადგილიდან მეორეზე მიწოდების საფასურს იხდის.

სააბონენტო გადასახადი

კომპანია ამ შემოსავალს სერვისების უწყვეტი მიწოდებით გამოიმუშავებს. სპორტული დარბაზი თავის წევრებს თვიურ ან წლიურ აბონემენტებს სთავაზობს, რის სანაცვლოდაც მათ სავარჯიშო დანადგარების გამოყენება შეუძლიათ. World of Warcraft Online არის კომპიუტერული ონლაინთამაში, რომელიც ხელმისაწვდომია თვიური სააბონენტო გადასახადის სანაცვლოდ.

იჯარა/ქირა/ლიზინგი

ამ შემოსავლის წყაროს ქმნის მომხმარებლისთვის კონკრეტული აქტივის ფლობის უფლების გარკვეული პერიოდით გადაცემის ფიქსირებული საფასური. ამ შემთხვევაში, მოიჯარე ან გამქირავებელი რეგულარულ შემოსავლს იღებს, ხოლო დამქირავებლებს ან მეიჯარეებს აქტივის სრული საფასურის დაფარვა არ უწევთ. კარგი მაგალითია Zipcar.com. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს ავტომანქანების საათობრივად დაქირავების საშუალებას აძლევს. ძიპცარ.ცომ-ის სერვისმა ბევრ ადამიანს მანქანის შეძენის ნაცვლად, მისი ქირაობა გადააწყვეტინა.

ლიცენზირება

კომპანია აღნიშნულ შემოსავალს მომხმარებლებისთვის სალიცენზიო მოსაკრებლის დაწესებით გამოიმუშავებს. სანაცვლოდ, მომხმარებლებს დაცული ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება შეუძლიათ. ამისთვის მათ არ სჭირდებათ პროდუქტის წარმოება ან სერვისის კომერციალიზაცია. ლიცენზირება ხშირად გამოიყენება მედიაინდუსტრიაში, როდესაც კონტენტის მფლობელები აღნიშნული კონტენტით სარგებლობის ლიცენზიას მესამე პირებს სთავაზობენ და, იმავდროულად, საავტორო უფლებებს ინარჩუნებენ. ამის მსგავსად, ტექნოლოგიების სფეროში პატენტების მფლობელები, სალიცენზიო მოსაკრებლის სანაცვლოდ, კომპანიებს დაპატენტებული ტექნოლოგიებით სარგებლობის უფლებას აძლევენ.

საბროკერო ანაზღაურება