ფოტოგრაფია იქნება, სახვითი ხელოვნება, გრაფიკა, კარიკატურა თუ ტიპოგრაფია, – გრაფიკული კომპონენტი იმისთვისაა, რომ მკითხველს თვალი მოსწყვიტოს და მასში იმხელა ინტერესი გააღვივოს, რომ მთავარი ტექსტი წაიკითხოს. სათაურთან ერთად, გრაფიკა მკითხველებს უბიძგებს, გამოყონ ცოტაოდენი დრო იმის რეალურად გასაგებად, თუ მისთვის რის მიყიდვას ცდილობთ. გრაფიკული კომპონენტი ჩვეულებრივ, ეხმიანება ან ავსებს სათაურს – ეს ორი კომპონენტი ერთობლივად ემსახურება რეკლამის საერთო ხასიათის ჩამოყალიბებას.
გრაფიკული კომპონენტი უნდა შეესაბამებოდეს იმას, რასაც ყიდით. ბიკინიში გამოწყობილი გოგონას ფოტო, საცურაო კოსტიუმების გარდა, არც ერთი სხვა ნაწარმის გაყიდვის საუკეთესო ილუსტრაციად არ გამოდგება. გამაჯანსაღებელი სპა სალონებისთვის მთავარ გრაფიკულ კომპონენტად მუდამ იყენებენ საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილ ლამაზმანებს (ნუთუ არსებობენ გულუბრყვილო ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ეს ქალები სალონების რეალური წევრები არიან?).
რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი