პროექტის მართვა ერთიანი პროცესია მისი დაწყებიდან დასრულებამდე, რომელიც, თავის მხრივ, ხუთი პროცესის ერთიანობას შეადგენს. ესენია:
- საწყისი პროცესები: ბიზნესის საჭიროებების გამორკვევა, მოლოდინებისა და რესურსების ბიუჯეტის ზედა დონეზე განსაზღვრა, პროექტის მონაწილეთა და პროექტით დაინტერესებულ პირთა განსაზღვრა.
- დაგეგმვის პროცესები: პროექტის შინაარსის, დროითი შეზღუდვების, რესურსების, რისკების, პროექტის კომუნიკაციისა და ხარისხის კონტროლის მიდგომების, ასევე შესყიდვების პროცედურების განსაზღვრა.
- შესრულების პროცესები: პროექტის გუნდის ჩამოყალიბება და მართვა, პროექტის მონაწილეებსა და პროექტით დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია და პროექტის გეგმის განხორციელება.
- მონიტორინგისა და კონტროლის პროცესები: პროექტის განხორციელების თვალყურის დევნება, პროექტის გეგმების წარმატებით შესრულებისა და სასურველი შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების მიღება.
- დასრულების პროცესები: პროექტის ფარგლებში შესასრულებელი ყველა სამუშაოს დასრულება.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი