ჩვენ ორი ტიპის სცენარს განვიხილავთ. პირველი წარმოაჩენს მომხმარებლებს სხვადასხვა სიტუაციაში: როგორ გამოიყენება პროდუქტები და სერვისები, როგორი ტიპის მომხმარებლები იყენებენ მათ, რა ადარდებთ მომხმარებლებს ან რა სურვილები და ამოცანები აქვთ. ასეთი სცენარები მომხმარებელთა შეხედულებებზე დაყრდნობით იქმნება.
თქვენ ასევე შეგიძლიათ, მომხმარებლებთან დაკავშირებული ცოდნა განსხვავებული და კონკრეტული სურათების ნაკრების სახით გადმოსცეთ. როდესაც სცენარი კონკრეტულ სიტუაციას გადმოგვცემს, მომხმარებლების შეხედულებები უფრო თვალსაჩინო ხდება.
მეორე ტიპის სცენარი მომავალ კონკურენტულ გარემოს აღწერს. აქ მიზანია არა მომავლის განჭვრეტა, არამედ სხვადასხვა მოსალოდნელი მდგომარეობის დეტალურად გააზრება. ამ სავარჯიშოს ნოვატორები იყენებენ, რათა შექმნან ისეთი ბიზნესმოდელი, რომელიც კომპანიას სხვადასხვა მოსალოდნელ გარემოში ეფექტიანად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. აღნიშნული პრაქტიკა დეტალურად არის განხილული სტრატეგიულ თემებთან დაკავშირებულ ლიტერატურაში, “სცენარის დაგეგმვის” სათაურის ქვეშ. სცენარების გამოყენება ინოვაციურ ბიზნესმოდელირებაში გვეხმარება, დავინახოთ, როგორ განვითარდება მოდელი კონკრეტულ პირობებში. ეს აძლიერებს ცოდნას ბიზნესმოდელისა და ადაპტაციის მოსალოდნელი საჭიროების შესახებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი მომავლისთვის მზადებაში გვეხმარება.
ინსტრუმენტი - სამომავლო სცენარები
მაგალითი - ფარმაცევტული ინდუსტრიის განახლება
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე