კომპანია, რომელსაც გრძელი კუდის ტიპის ბიზნესმოდელი აქვს, მომხმარებლებს დიდი რაოდენობით ნიშურ პროდუქტებს სთავაზობს, რომელთა შორისაც თითოეული შედარებით იშვიათად იყიდება.ნიშური პროდუქტების გაყიდვამ შეიძლება, ისეთივე მოგება მოუტანოს კომპანიას, როგორიც ტრადიციულმა მოდელმა, რომელშიც ყველაზე მეტ შემოსავალს რამდენიმე ბესტსელერი გამოიმუშავებს.გრძელი კუდის ტიპის ბიზნესმოდელებში საჭიროა ინვენტარზე გაწეული დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანა და ძლიერი პლატფორმის შექმნა და მართვა, რომელიც ნიშურ პროდუქტებს ხელმისაწვდომს გახდის.
გრძელი კუდის კონცეფცია კრის ანდერსონმა გამოიგონა. ამ კონცეფციით იგი მედიის სფეროში მომხდარ ცვლილებას აღწერს, სადაც რამდენიმე მოთხოვნადი პროდუქტის დიდი მოცულობით გაყიდვის ტენდენცია ჩაანაცვლა ბევრი ნიშური პროდუქტის შედარებით მცირე მოცულობით გაყიდვის ტენდენციამ. ანდერსონი აღწერს, რამდენი ნიშური ნივთის გაყიდვაა საჭირო იმისათვის, რომ მივიღოთ ისეთი საერთო შემოსავალი, რომელიც გაუტოლდება ან გადააჭარბებს მოთხოვნადი პროდუქტების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს.
ანდერსონის თქმით, მედიის ინდუსტრიაში ეს ფენომენი სამმა ეკონომიკურმა ფაქტორმა გამოიწვია:
გრძელი კუდი ორიენტირებულია ბევრ პროდუქტზე, რომელთა შორისაც თითოეული მცირე მოცულობით იყიდება
ანდერსონის კვლევა, უპირველეს ყოვლისა, მედიის ინდუსტრიაზეა ორიენტირებული. მაგალითად, იგი გვიჩვენებს, როგორ დაიწყო ნიშური ფილმების ლიცენზირება კომპანია „ნეტფლიქსმა“ (Netflix), რომელიც მანამდე ვიდეოების გაქირავებით იყო დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ნიშურ ფილმზე მოთხოვნა არც ისე დიდია, მათი გაქირავებით მიღებული საერთო შემოსავალი არ ჩამოუვარდება ბლოკბასტერების გაქირავებით მიღებულ საერთო შემოსავალს.
ანდერსონის მტკიცებით, შეგვიძლია, გრძელი კუდის პრინციპი სხვა ინდუსტრიებშიც გამოვიყენოთ. ონლაინაუქციონების ვებგვერდის, „იბეის“ (eBay) წარმატება აუქციონერთა უზარმაზარ ჯგუფზეა დამოკიდებული. აღნიშნული ჯგუფი ყიდის და ყიდულობს ისეთ ნივთებს, რომლებზე მოთხოვნაც შედარებით დაბალია.
წიგნის გამომცემლობის ინდუსტრიის გარდაქმნა - მაგალითი
„ლეგოს“ (LEGO) ახალი, „გრძელი კუდის“ ტიპის მოდელი - მაგალითი
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე