"დანაწევრებული“ კორპორაციის კონცეფციის მიხედვით, არსებობს ფუნდამენტურად განსხვავებული სამი ტიპის ბიზნესი: მომხმარებლებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული ბიზნესი, ინოვაციური პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებული ბიზნესი და ინფრასტრუქტურის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებული ბიზნესი. თითოეული ტიპის ბიზნესი განსხვავებულ ეკონომიკურ, კონკურენტულ და კულტურულ პირობებში ხორციელდება. შესაძლებელია, რომ კომპანია სამივე ტიპის ბიზნესს ერთდროულად მისდევდეს, თუმცა, საუკეთესო შემთხვევაში, კონფლიქტების ან არასასურველი კომპრომისების თავიდან აცილების მიზნით, მათ ცალკეულ უწყებებად "ანაწევრებენ".

ტერმინი „დანაწევრებული კორპორაცია“ ჯონ ჰეიგელმა და მარკ სინგერმა გამოიგონეს. მათი თქმით, კომპანია ძალზე განსხვავებული სამი ტიპის ბიზნესისგან შედგება. ესენია: მომხმარებლებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული ბიზნესი, ინოვაციური პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებული ბიზნესი და ინფრასტრუქტურის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებული ბიზნესი. თითოეული ტიპის ბიზნესი განსხვავებულ ეკონომიკურ, კონკურენტულ და კულტურულ პირობებში ხორციელდება.

ჰეიგელი და სინგერი თვლიან, რომ მომხმარებლებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული ბიზნესის მიზანია მომხმარებლების მოძიება, მოპოვება და მათთან ურთიერთობების ჩამოყალიბება. ანალოგიურად, ინოვაციური პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებული ბიზნესის მიზანია ახალი და მიმზიდველი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, ხოლო ინფრასტრუქტურის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებული ბიზნესის მიზანია დიდი მოცულობით განმეორებადი ამოცანების შესასრულებლად საჭირო პლატფორმების შექმნა და მართვა. ჰეიგელისა და სინგერის თქმით, კომპანიებმა აღნიშნული ბიზნესები უნდა განაცალკევონ და შიდა რესურსები ამ სამიდან მხოლოდ ერთს მოახმარონ. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ტიპის ბიზნესი სხვადასხვა ფაქტორზეა ორიენტირებული, შესაძლებელია, ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს ან ორგანიზაციას არასასურველ კომპრომისებზე წასვლა აიძულოს.

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/6e066479-56b5-4bd4-b8dd-3d3b127d2fc9/Annotation_2020-09-02_115251.png

გაერთიანებული სამი ბიზნესი - მაგალითი

მობილური ოპერატორების ბიზნესმოდელების დანაწევრება - მაგალითი

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე