წარმოგიდგენთ დაპროექტების რამდენიმე ხერხსა და ინსტრუმენტს, რომლებიც უკეთესი და უფრო ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნაში დაგეხმარებათ. დამპროექტებელი დაუსრულებლად იკვლევს საუკეთესო გზას ახლის შესაქმნელად, ცდილობს აღმოაჩინოს ის, რაც ჯერჯერობით არავის აღმოუჩენია, ან მიაღწიოს მაქსიმალურად პრაქტიკულ შედეგს. დამპროექტებელმა უნდა იფიქროს მასშტაბურად, რათა შეიმუშაოს ახალი იდეები და, საბოლოო ჯამში, შექმნას ღირებულება მომხმარებლებისთვის. ეს ყველაფერი მდიდარ წარმოსახვის უნარს მოითხოვს.

ბიზნესმენები დამპროექტებლის სამუშაოს ყოველდღიურად ასრულებენ, თუმცა ამას თავად ვერ აცნობიერებენ.

ჩვენ ორგანიზაციებს, სტრატეგიებს, ბიზნესმოდელებს, პროცესებს და პროექტებს ვქმნით. ამისათვის, უნდა გავითვალისწინოთ რთული ფაქტორების ერთობლიება, როგორებიცაა: კონკურენტები, ტექნოლოგიები, სამართლებრივი გარემო და სხვა. მათი გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცნობ და აუთვისებელ ბაზარზე. სწორედ ეს არის პროექტის არსი.

წარმოდგენილ გვერდებზე გაგაცნობთ ექვს ხერხს (ტექნიკას), რომლებიც ბიზნესმოდელის შექმნაში დაგეხმარებათ; ესენია: მომხმარებელთა შეხედულებები, იდეების ჩამოყალიბება, ნაფიქრის ვიზუალურად გადმოცემა, პროტოტიპის შექმნა და სცენარები.

მომხმარებელთა შეხედულებები

იდეების ჩამოყალიბება

ვიზუალურად გადმოცემა

პროტოტიპის შექმნა

სცენარები