<aside> 💡 ლურჯი ოკეანის სტრატეგია არის კონცეფცია, რომლის დანერგვა შესაძლებლობას გაძლევთ არსებითად შეცვალოთ თქვენი კომპანიის წარმატებაზე მოქმედი ფაქტორები და გარემო. აღნიშნული სტრატეგია გულისხმობს დიფერენციაციის და განსხვავებული პოლიტიკის დაგეგმვით ახალი ბაზრების ფორმირებას, სადაც კონკურენცია არააქტუალური ხდება.
</aside>
ლურჯი ოკეანის სტრატეგიის ავტორებმა, ჩან კიმმა და რენე მობორნმა, კონცეფცია 2005 წელს შეიმუშავეს. იდეა მარტივია: იმისთვის, რომ დავამარცხოთ კონკურენტები, მათთან ბრძოლა არ გვჭირდება. კონკურენტები ე.წ. ,,წითელ ოკეანეში’’ არსებულ ბაზრებზე მუშაობენ, ხარჯავენ დიდ რესურსს უპირატესობის მოსაპოვებლად. მათთან ჭიდილის სანაცვლოდ, შეგვიძლია შევქმნათ სრულიად ახალი, აუთვისებელი ბაზარი, სადაც ვიქნებით ისე თავისუფლად, როგორც ,,ლურჯი ოკეანეს წყლებში’’.
ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის და კონკურენტული გარემოდან ახალ ბიზნესმოდელზე გადასვლისთვის ეტაპობრივი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომლის გამოყენებით შეძლებთ სრულიად განსხვავებული ფასეულობების შექმნას თქვენი მომხმარებლისთვის, შედეგად კი კონკურენტებისგან თავისუფალ ბაზარზე წარმატების მიღწევას.
ლურჯი ოკეანეები ყოველთვის იქმნებოდა
კარგი სტრატეგიის სამი მახასიათებელი
ბაზრის საზღვრების რეკონსტრუქცია
პირველი გზა - ალტერნატიული დარგები
მეორე გზა - დარგის სტრატეგიული ჯგუფები
მეოთხე გზა - დამატებითი პროდუქტები და სერვისები