<aside> 📌 ბიზნესმოდელი გვიჩვენებს, თუ რა პრინციპით ქმნის, აწვდის და მოიპოვებს ღირებულებას ორგანიზაცია.
</aside>
<aside> 💡 ნებისმიერ სტრატაპს ან არსებულ ბიზნესს სჭირდება კონცეფცია, რომელიც ყველას ესმის: ისეთი, რომელიც გვეხმარება, აღვწეროთ და განვიხილოთ ბიზნესმოდელი. მთავარი ამოცანაა მარტივი, შესაფერისი და თუნდაც ინტუიციურად გასაგები კონცეფციის ჩამოყალიბება, რომელიც, ამავდროულად, გაამარტივებს საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
</aside>
<aside> 💡 მომდევნო გვერდებზე შემოგთავაზებთ კონცეფციას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თქვენი ორგანიზაციის, კონკურენტების ან ნებისმიერი სხვა საწარმოს ბიზნესმოდელის აღწერასა და გააზრებას. აღნიშნული კონცეფცია გამოცდილია მსოფლიოს მასშტაბით და მას უკვე იყენებენ ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: IBM, HP. Google, Amazon, Deloitte, სამთავრობო უწყებები და ბევრი სხვა.
</aside>
<aside> 💡 ეს კონცეფცია შეიძლება იქცეს იმ უნივერსალურ ენად, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ბიზნესმოდელების მარტივად აღწერას და ახალი სტრატეგიული ალტერნატივების ჩამოყალიბებას. ამის გარეშე რთულია ბიზნესმოდელის სისწორის სისტემატურად შემოწმება და ცვლილებების წარმატებით განხორციელება.
</aside>
<aside> 💡 ნებისმიერი ბიზნესმოდელის აღწერა ყველაზე უკეთ, შესაძლებელია მისი ცხრა შემადგენელი ნაწილით - მოდულით, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა პრინციპით გეგმავს კომპანია მოგების მიღებას. ცხრა მოდული მოიცავს ბიზნესის საქმიანობის ოთხ მთავარ მიმართულებას: მომხმარებლებს, შეთავაზებას, ინფრასტრუქტურას და ფინანსურ ეფექტიანობას. ბიზნესმოდელი წააგავს სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ორგანიზაციული სტრუქტურების, პროცესებისა და სისტემების მეშვეობით ხორციელდება.
</aside>